საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-01

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალს, თურქეთის მთავრობას. ასევე, ვუსამძიმრებ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც შეეწირნენ ამ ტერაქტს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას, რომელსაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაატყდა თავს განსაცდელი და ტერაქტების შედეგად მიყენებულ მძიმე დარტყმებთან უწევს გამკლავება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა ახალი წლის ღამეს. ეს არის უკიდურესი სისასტიკე მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანების მიმართ.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ტერორიზმი ვერ დაამარცხებს, რადგან ჩვენ ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი და ეს არის სწრაფვა მშვიდობისაკენ.