საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლერი ხაბელოვს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„მინდა მივულოცო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევნებში გამარჯვება და საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევა ლერი ხაბელოვს. ბატონი ლერი, მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონია. ის თავად ნამდვილი ლეგენდა იყო სპორტის სამყაროში და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური