საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-25

საკონსტიტუციო კომისია ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს საუკეთესო, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.


პრემიერის განმარტებით, კომისია ძალიან კარგად მოუსმენს, უპირველეს ყოვლისა, კომისიის წევრებს და, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება საჯარო განხილვებიც, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

"კომისიის მუშაობა ეფუძნება მაქსიმალურად ფართო ჩართულობის პრინციპს; არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება კომისიას არ გააჩნია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური