საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა პოლონეთის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის როლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლონეთს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.

მარიუშ მაშკიევიჩმა დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური