საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-15

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა. გეგმა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით, PricewaterhouseCoopers (PwC)-მა მოამზადა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს.

კონცეფცია თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და ბიზნესცენტრებით დატვირთვას გულისხმობს და მისი სწორად განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

PwC-ის წარმომადგენლების შეფასებით, მომზადებულია მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სარგებელს მოუტანს თბილისელებს, ასევე წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას კერძო დასაჯარო სექტორების მონაწილეობით.

„ჩვენი აზრით, ამ პროექტს აქვს თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლებურად გამოყენების პოტენციალი, ასევე, მომდევნო წლების განმავლობაში - საქართველოს სახელმწიფოს მომავლის ხედვის შემადგენელ ნაწილად და მნიშვნელოვან წამოწყებად ჩამოყალიბების პერსპექტივა", - განაცხადა PwC-ის პარტნიორმა მაიკ უაილდერმა.

დოკუმენტი შესაბამისობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან და ის თბილისის ზღვის ტერიტორიის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

კონცეფციის შემუშავების პროცესში, PwC-თან ერთად, ჩართული იყო არქიტექტურული და ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოში ცნობილი კომპანია Chapman Taylor-ი. ცნობილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი მსოფლიოს 157 ქვეყანაში საქმიანობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური