საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-14

მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამის გამავრცელებლის მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს.

მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი