საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზებაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა მარადიული ცეცხლის მემორიალთან "შეჰიდების ხეივანში", სადაც პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური