საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-28

მე არ მაქვს უფლება, კიდევ გავაკეთო პოლიტიკური კომენტარები, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც არარეალისტურ მონათხრობს ჰგავს, სხვას ვერაფერს ვიტყვი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამ ყველაფრის პროკურატურაში დადასტურების საშუალება ჰქონდა.
"გიორგი პაპუაშვილს შევხვდი, მოვუსმინე. მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, ეს პროკურატურაში დაედასტურებინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური