საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-27

ჩვენთვის მთავარია, მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერს, კვლევებთან დაკავშირებით, „საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება" აქვს, ვინაიდან, წარსულში, ხშირად, ეს კვლევები შემდგომში მიღებულ რეალობას არ ასახავდა.

„ჩვენთვის მთავარია, მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფი, რომელი გუნდია უფრო მისაღები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი, უალტერნატივოდ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური