საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუტია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-27

მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ასე ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროკურატურას წარსულში აღმასრულებელი ხელისუფლება, მართავდა, თუმცა დღეს ასე აღარ არის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უცნაურია, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას, მომავალი დეპუტატების ჯგუფის წარდგენამდე, აუცილებლად შეხვდება.
„თუმცა, მინდა, ისიც შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული ინსტიტუცია, ის დამოუკიდებელია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები - იგი არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან. მინდა, ეს შევახსენო, რადგან, რატომღაც მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მართავდეს მთლიანად ამ პროცესებს. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას. აუცილებლად შევხვდები და მოვისმენ, რა პრეტენზიები აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური