საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-24

უმკაცრესად ვგმობთ 2016 წლის 23 ივლისს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგად, ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. საქართველოს მთავრობა გულითად სამძიმარს უცხადებს ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს ამ განსაცდელის ჟამს.

მივიჩნევთ, რომ ეს თავდასხმა და სხვა მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია თავისუფლების, მშვიდობის და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება.

საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი