საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ათათურქის მავზოლეუმში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"ათათურქმა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ და ლიდერმა, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში," - აღნიშნულია ჩანაწერში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური