საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო. ზუგდიდში, ოთხოზორიების ოჯახში, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური