საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

180 დევნილი ოჯახი საკუთრებაში საცხოვრებელ ფართს მიიღებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-05

180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, - მთავრობის მორიგი განკარგულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 11 645 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს განვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური