საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

კურორტ ბახმაროს განვითარებაზე მუშაობა იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-25

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მორიგი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური