საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამი პროექტი დამტკიცდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-25

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი განიხილავს სამ პროექტს - პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

"ვფიქრობ, სამივე პროექტი არის ძალიან კარგი და მისასალმებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყების წინ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური