საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-23

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს - შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს მილან შტეხს შორის დღეს შედგა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრისას სენატის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური