საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-23

საქართველოს მთავრობის მეთაური ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელეგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის" განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური