საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-18

სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და საუბარია მხოლოდ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

„არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები და განმახორციელებლები სამინისტროები და მინისტრები იქნებიან. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური