საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-16

ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გასხვისება განხილული იყოს ქვეყნის სტრატეგიული რისკების ჭრილში და ამ კუთხით რისკები არ იყოს აღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიდგომა ასეთია, თუმცა ეს საკითხი მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა „უცნობის" განცხადებას და აღნიშნა, რომ „მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები გამიჯნული უნდა იყოს". 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური