საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი მიწის რეგისტრაციის კანონპროექტზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-16

თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მიწა ამა თუ იმ მფლობელს საკუთრებაში გაუფორმდეს, ყველა ასეთ შესაძლებლობას ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერი ფიქრობს, რომ ეს საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად იყო მიტანილი და საჭიროა მეტი კომუნიკაცია.
„ჩვენ არავის უფლებებს არ დავარღვევთ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ მესაკუთრეს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწა ჩამოერთვას", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური