საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის" წევრებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ კახნიაურმა და კავშირის ვეტერანებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს 27 წელი გავიდა 1989 წლის 15 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც, ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი დატოვეს. ე.წ ინტერნაციონალური მისის შესრულებისას 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური