საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მთავრობა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-11

თავრობა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა, კანონპროექტების პაკეტზე დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური