საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-10

საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაროშ შევჩოვიჩის შეხვედრაზე გაგრძელდა. საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარს ენერგოგაერთიანების საკითხებში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ევროპის საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია და აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რეგიონის სტაბილურობას ისახავს მიზნად.

ევროკომისართან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური