საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-08

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მადლობის წერილში პროფესორი კლაუს შვაბი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედის გამოთქვამს.

„მადლობას გიხდით 2016 წელს ჩვენს ყოველწლიურ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი მონაწილეობისათვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხვა დამსწრეებთან ერთად, თქვენი მონაწილეობა წლევანდელ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემა იყო „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია", მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. პროგრამაში თქვენმა აქტიურმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გარიჟრაჟზე თანამედროვე სამყაროში წარმოშობილი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ცოდნა და თქვენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგი ადასტურებს თქვენს მონდომებას მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ „ევრაზიისა და თანამედროვე აბრეშუმის გზის" სესიის პანელში მონაწილეობისათვის. ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობას „აბრეშუმის გზა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის" ინიციატივის ფარგლებში," - ნათქვამია წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური