საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში და გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური