საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-02

ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს. იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური