საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, არც ერთი თანამდებობის პირისა თუ მათთან დაახლოებული ადამიანის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.
გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას ამ პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური