საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შემუშავდა საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

რეფორმის ახალი, რიგით მესამე სამოქმედო გეგმა 23 ამოცანას, 35 ამოცანის შედეგის ინდიკატორს, 75 აქტივობასა და 119 აქტივობის შედეგის ინდიკატორს ითვალისწინებს, რომლებიც 6 ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად, ეს მიმართულებებია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმა.
2019 წლის 27 მარტს სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა და მოიწონა საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭომ.

გეგმა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 10 ივნისს №274 დადგენილებით დაამტკიცა.

 

სამოქმედო გეგმის აღწერილობა

სამოქმედო გეგმა 2019-2020