საქართველოს მთავრობა – ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის

სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები ამოსაბეჭდი ვერსია

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას. 

საქართველოს მთავრობამ, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

რეგიონში შესრულებულია 600 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - განხორციელდა 93 გზის, 14 ხიდის, სასმელი წყლის სისტემების 142 ობიექტის და სარწყავი სისტემების 35 ობიექტის რეაბილიტაცია; გარე განათება მოეწყო 15 ობიექტზე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო სისტემების 4 ობიექტს და სპორტული სტადიონების, საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე-სადრენაჟო, ნაპირსამაგრი და სხვა დანიშნულების 157 ობიექტს. 2015 წელს დაგეგმილია 726 -მდე ინფრასტრუქტურული პროექტი.

სოფლის მეურნოების მიმართულებით, რეგიონში გაიხსნა 5 ახალი საწარმო; გადაიარაღდა 33 საწარმო; დასაქმდა 345 ადამიანი და შეიქმნა 94 კოოპერატივი; ფუნქციონირებს მექანიზაციის სერვისცენტრი 70 ერთეული ტექნიკით; ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და წყლის/სურსათის შემოწმების ლაბორატორია; ვაჩიანის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი; 2013 -2014 წლებში გაიცა 90 562 სასოფლო-სამეურნეო ბარათი. 2015 წელს დაგეგმილია 9 სარწყავი არხის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება განათლების სფეროს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60-მდე საჯარო სკოლას და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს; გაზიფიცირდა 40-მდე სკოლა; აშენდა ახალი სკოლა სოფელ ბუღაშენში; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 ბაგა-ბაღს; მიმდინარეობს 30 სკოლის რეაბილიტაცია; სკოლის მშენებლობა სოფელ არალში; ათობით სკოლაში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით. სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 13 ახალი მანქანა გადაეცა; გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია; საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულია 101 344 ადამიანი; 82 სოფლის ექიმსა და 141 ექთანს დაფინანსება გაეზარდა; C ჰეპატიტის სამკურნალო პროკრამის ფარგლებში 60%-იანი ფასდაკლებით შეძენილია 223 პეგილირებული ინტერფერონი; გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 3 307 ოჯახი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 92-მა ოჯახმა მიიღო დახმარება; შშმ პირებისთვის გაიცა 77 ერთეული დამხმარე საშუალება; დიპლომის შემდგომი განათლება ფინანსდება 4 ქალაქში.

სამცხე-ჯავახეთში არაერთი სიახლეა ენერგეტიკის სფეროში - ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 9 897 აბონენტს; გაზიფიცირდა 3 520 აბონენტი; ელექტროფიცირდა 1 უშუქო სოფელი; პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში - „ფარავან ჰესი", ექსპლუატაციაში შევიდა; სამუშაოებზე დასაქმდა 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია; ჰესის გახსნის შემდეგ 35 ადამიანი დასაქმდა; აშენდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხე".
რეგიონში აქტიურად ახორციელებს პროექტებს დევნილთა სამინისტრო. უწყებამ მენაშენეებისგან 33 ბინა შეისყიდა, რომლებიც დასრულების შემდეგ დევნილებს გადაეცემათ; გარემონტებული ბინები უკვე გადაეცა 18 ოჯახს; ბინა გადაეცემა ახალციხეში - 66 ოჯახს, ბორჯომში - 63 ოჯახს; ბინები დაუკანონდა 50-მდე დევნილ ოჯახს, ხოლო 2015 წელს კიდევ 170-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

გარდა ამისა, 2014 წელს ახალციხეში ჩატარდა „მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი 2014"; აშენდა რაგბის ბაზა და 480 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი ასპინძაში;

ასევე, რეგიონში გაიხსნა პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი, პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები; დაინერგა ვიდეოპაემნის ტექნოლოგია; მიმდინარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის ქართული ენის შემსწავლელი კურსები;

რაც შეეხება ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ პროექტებს, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს აშენდა შსს-ს სამმართველოს 2 სასაზღვრო სექტორი დამხმარე შენობა-ნაგებობებით - კარწახსა (საქართველო-თურქეთის საზღვარი) და სამებაში, (საქართველო-სომხეთის საზღვარი); ასპინძაში გაიხსნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტების შენობა; ახალქალაქში დაიწყო სამხედრო ბაზის მშენებლობა;

იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ფოკაში; მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. 2016 წელს ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნება.

აგვისტოს ომის დროს ხანძრით გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების სამინისტრო; პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში დაირგო ხის 18 500 ნერგი; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეკეთდა ვიზიტორთა თავშესაფრები; საპიკნიკე ადგილები; რეინჯერთა საგუშაგოები; დამონტაჟდა განათებები; დასრულდა სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა ბორჯომში; მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაცია; აშენდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობა; ვიზიტორთა ცენტრში უახლოეს მომავალში საგამოფენო დარბაზი მოეწყობა.

რაც შეეხება კულტურის სფეროს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ვარძიის უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 29 კულტურის სახლს; სამხატვრო ინვენტარი სამხატვრო სკოლებს გადაეცათ; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა მუსიკალური სკოლები; კინოჩვენებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა ახალქალაქი და ნინოწმინდა; შემუშავდა 2015-17 წლების სამოქმედო გეგმა; იწყება სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, გათვალისწინებულია 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია; მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება - ბორჯომის ისტორიული მუზეუმის აღდგენა;

საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტოლერანტობის ტური ახალციხეში; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ზარზმის მონასტერთან; აბასთუმნის ურბანული აღდგენა; აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია; აღმოსავლეთ კავკასიაში სამოგზაურო მარშრუტის მოწყობა; საროს დარბაზების სახლების რესტავრაცია, მისასვლელი გზისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;

ხერთვისის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალქალაქის ციხე-სიმაგრეში; ახალქალაქის ციხე-სიმაგრის განათების მოწყობა; სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ზომები; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ვანის ქვაბებისათვის; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია თმოგვის ციხე-სიმაგრისთვის;

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით - მიმდინარეობს ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა; ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე სატესტო მატარებელმა უკვე გაიარა; ლიკანში გაიხსნა „რიქსოს ბორჯომის'' 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო; მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა; ამჟამად, „რიქსოს ბორჯომში" 200 ადამიანია დასაქმებული; ბაკურიანში, დიდველზე დამონტაჟდა ხელონვური გათოვლიანების სისტემა; სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გახანგრძლივდება; დამონტაჟდა სათხილამურო ტრასის ღამის განათება; აშენდა ბავშვთა გასართობი პარკი; მოეწყო 350 ადგილიანი ავტოსადგომი; შეკეთდა საბაგიროს ტიპის „ფუნიკულიორი"; შემუშავდა ერთიანი სააბონემენტო სისტემა გუდაურსა და დიდველზე; დიდველზე დამონტაჟდა მსოფლიოში ლიდერი კომპანიის SKYDATA -ს გამშვები აპარატურა; შემუშავდა ონლაინ გაყიდვების სისტემა www.multiski.ge; მოხდა სასრიალო გზების მარკირება, ველობილიკების მოწყობა და მარკირება; გარემონტდა დიდველის კინოთეატრი.

ამჟამად მიმდინარეობს გათოვლიანების მეორე ეტაპი, წყლის რეზერვუარების მშენებლობა დიდველსა და გუდაურში და კოხტას საბაგიროს პროექტირება-მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია მიტარბის საბაგიროს მშენებლობა; ყინულის მოედნის მშენებლობა; ბიატლონის ტრასის მშენებლობა და ტობოგანის მშენებლობა.