საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 14 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში. ნოტარიუსები, რომლებიც ოფისებს კანონებში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახსნიან, ვალდებულები იქნებიან, 3 წლის განმავლობაში ოფისები გახსნან მხოლოდ რეგიონებში. მათ ფინანსურად დაეხმარება ნოტარიუსთა პალატა, ასევე 3 წლის განმავლობაში, ნოტარიუსები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა კიდევ  384 დევნილ ოჯახს.  2012 წლიდან დღემდე 9 721 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

სულ, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური