საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, 91 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, პროგრამა მუშაობს სრული სვლით. "ის, რომ 10 ათასი ბინა, რომლებიც დევნილებს უნდა დაუმტკიცდეს 1-ელ სექტემბრამდე, დათქმულ დროში იქნება შესრულებული", - განაცხადა სუბარმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანი ერთჯერადად 1000 ლარიან დახმარებას, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 200 ლარიანი დახმარებები გაიცემოდა, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს თანხა 400 ლარამდე გაზარდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური