საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 5 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-03-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა, გადაიდო 1 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირები და კერძო სამართლის იურიდიული პირები ისარგებლებენ ქონების განკარგვის კიდევ ერთი ფორმით - ინტერნეტაუქციონის მეშვეობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეალიზაციას უწევს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, რომლის შეძენაც შესაძლებელია ინტერნეტაუქციონის გზით, აღნიშნული ახალი მომსახურება ,,Buy It Now", გულისხმობს, რომ მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის გარეშე, შეეძლება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად, პირდაპირ განახორციელოს შესყიდვა. ახალი სერვისის დანერგვის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს უფრო მოქნილი გადახდის საშუალება/მომსახურება და ამასთან, უფრო გამარტივდეს/დაჩქარდეს რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური