საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 12 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯეო პროდაქტს კომპანიისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომელიც რუსთავში კენკროვანი ბოსტნეულის საწარმოს მოწყობას გულისხმობს.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა დადგენილების პროექტი „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ", რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებები ბიზნესოპერატორებისთვის, ასევე სახელმწიფო ვეტერინარისა და ავტორიზებული ვეტერანის მუშაობის პირობები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური