საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-26

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 26 თებერვალს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ ეს არა კომპლიმენტი, არამედ ფაქტია. ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით, წარმატების მაგალითი გახდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უმასპინძლა, გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩისთან.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა