საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-09

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 6-9 თებერვალს იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას და სიტყვით გამოვიდა სესიაზე - „უკრაინის მიღმა - გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში".

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ასევე, გაიმართა შეხვედრა NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან იან ჯიეჩთან და ავღანეთის პრეზიდენტთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა