საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-01-24

  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს.

პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - Travel and Trade in a High-Risk Era და სამუშაო სადილზე - Europe Growth Markets.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობას მიიღო "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრაც გამართა. ასევე შედგა მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა Die Welt-ს, ასევე პირდაპირ ეთერში ჩაერთო ტელეკომპანია CNBC -ს.

საქართველოს დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე„ საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა