საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები
  • 28 დეკემბერი 2015
    საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

    ეკონომიკურ განვითარებაში გარღვევის მიღწევა, ეკონომიკური ზრდის ტემპის მაქსიმალური დაჩქარება, სოციალური ვალდებულებების უფრო ქმედითი აღსრულება, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და განათლებისთვის ეფექტური საფუძვლების შექმნა, - ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

  • 28 დეკემბერი 2015
    შეხვედრა ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატებთან''

    "პირველი ჩემი შემოთავაზება არის, რომ მაქსიმალურად, გახსნილად, ვითანამშრომლოთ ქვეყნისათვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ" - ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

  • 25 დეკემბერი 2015
    საზეიმო ლიტურგია სამების ტაძარში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.

  • 25 დეკემბერი 2015
    ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს.

  • 24 დეკემბერი 2015
    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

    ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსენებათ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა - როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ, - ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად...

  • 21 დეკემბერი 2015
    საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში

    ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამჭვირვალე მმართველობის სისტემა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ენერგეტიკული პროექტები, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ეკონომიკის განვითარება, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სპორტული წარმატებები, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობა- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

  • 19 დეკემბერი 2015
    პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

  • 19 დეკემბერი 2015
    სტუმრად პატრიარქთან

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.

  • 19 დეკემბერი 2015
    პრემიერ–მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო

      საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.

  • 19 დეკემბერი 2015
    საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

<<  1 2 3 4 5   >>