საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო.

"დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი ქართველი პოლიციელის გარდაცვალებამ. პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს,"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური