საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-25

საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი.

„ჩალიკ ჰოლდინგმა", საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური