საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-24

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული დღის წესრიგის საკითხებს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობაზე და გამოითქვა იმედი, რომ 15 დეკემბერს, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო ბრიუსელიდან ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მსოფლიოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ედგარს რინკევიჩსის, ლატვიის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისთვის.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური