საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-19

საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი", სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.
სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერთიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური