საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოში კომპანია «ჰენკელი» საწარმოს ხსნის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

2

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთი შედეგი - გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ «ჰენკელი» საწარმოს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ჰენკელი, შემოდის საქართველოში და ჩვენს რეგიონში პირველად. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე მქონდა დავოსში იანვარში და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარის
ი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 


ეს იქნება «ჰენკელის» პირველი საწარმო საქართველოში და იგი ფუნქციონირებას დაიწყებს 2016 წლიდან. წარმოებული პროდუქცია წებოვანი სამშენებლო მასალები გაიყიდება როგორც ადგილზე, ასევე მოხდება ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია «ჰენკელი» დაფუძნდა გერმანიაში. მსოფლიო მასშტაბით, «ჰენკელი» ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა. საწარმოში მშენებლობის პროცესში და ამუშავების შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური