საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ეკონომიკური საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-28

ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ( სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური