საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა და ასევე მოისმინა ინფორმაცია რაჭაში მიმდინარე რთველზე. საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს.

გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური