საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ღვინის ქარხანაში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გურჯაანის რაიონში, კომპანია „კახური ღვინის მარანში" ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო.

მთავრობის მეთაური დაინტერესდა, როგორ წარიმართა ყურძნის ჩაბარების პროცესი. ქარხნის ხელმძღვანელობის თქმით, წელს მათ 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შეუფერხებლად გადაამუშავეს.
მეწარმემ, ორი წლის წინ, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით, საწარმოო ხაზი გააფართოვა და ქარხნის სრული გადაიარაღება განახორციელა.

„კახური ღვინის მარანს" პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სლოვაკეთში გააქვს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური