საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს.ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.