საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ვიქტორია ნულანდს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური