საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების" დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, რომელიც "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობას მიეძღვნა. ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების" გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

საქველმოქმედო კონცერტში, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები - დენის შაპოვალოვი (ვიოლინო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი).

დაარსებიდან დღემდე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებულ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მობილიზებულია 3.5 მლნ ლარზე მეტი და დამტკიცებულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე 143 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური