საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

783 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

კიდევ 783 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ბინები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
" დღეს 783 დევნილი ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ ბინით. წინა მთავრობის სხდომაზე 1200 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, თუმცა რატომღაც არც ერთ მედიასაშუალებას არ გახსენებია ამ საკითხის გაშუქება. მაგრამ, ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. უკვე ათასობით დევნილს დავუკანონეთ ბინები და გადავეცით საკუთრებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური